ძიება

воскресенье, 15 мая 2011 г.

რუსეთის იმპერია


რუსეთის იმპერია (პრე-რეფორმამადელი რუსული: Россійская Имперія, თანამდეროვე რუსული: Российская Империя) - დაარსდა 1721 წელს, იმპერია დაემხო 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ვიდრე რუსეთი იმპერიულ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა, მანამდე ის იყო სამეფო, ხოლო დამხობის შემდეგ შეიქმნა ახალი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი. იმპერიული რუსეთი ფართობით, მესამე იყო მსოფლიო იმპერიებს შორის. მას მხოლოდ ბრიტანეთის და მონღოლეთის იმპერიები უსწრებდა. რუსეთი მოიცავდა ევროპის და აზიის ვრცელ ტერიტორიებს. რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში.

19 საუკუნისთვის რუსეთი, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო ფართობის მხრივ. მისი სანაპიროები მდებარეობდა ატლანტის ოკეანედან, სამხრეთით შავ ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთით თეთრ ზღვამდე, აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. იმპერიაში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენდა 176.4 მილიონ ადამიანს, ის მხოლოდ ბრიტანეთის და ცინის ჩინეთს ჩამორჩებოდა. იმპერიის ევროპულ ნაწილში მაღალი სიმჭიდროვე იყო, აქ მრავალი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობდა. რუსეთის იმპერიის მმართველი იყო, იმპერატორი, ქვეყანაში აბსოლიტური მონარქია სუფევდა.
XVIII საუკუნემდე

რუსეთის მეფის ალექსანდრე მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა მის ორ შვილს სოფიასა და პეტრეს შორის ამ ბრძოლაში პეტრემ გაიმარჯვა. პეტრემ ჩამოაყალიბე ძლიერი რუსული სახელმწიფო რომელიც, 1721 წლისათვის უკვე იმპერიად გამოცხადდა. პეტრეს მმართველობის დროს მრავალი რეფორმა გატარდა, აიგო ახალი ქალაქი სანქტ-პეტერბურგი სადაც რუსეთის იმპერიის დედაქალაქი იქნა გადატანილი.

პეტრეს პირველი დაპირისპირება მოივიდა ოსმალეთის იმპერიასთან, 169 წელს როდესაც მან აიღო დონის შესართავთან აგებული თურქეთის ციხესიმაგრე აზოვი, ამ ციხესიმაგრის აღებით რუსეთს გზა გაეხსნა აზოვის ზღვისაკენ. ის შეეცადა გაეფართოებინა ანტიოსმალური კავშრი „საღვთო ლიგა“ რომლის მონაწილე რუსეთიც იყო. ამ მიზნით რუსეთიდან საზღვარგარეთ ”დიდი ელჩობა” გაიგზავნა. პეტრემდელ რუსეთსი მეფეს საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალებოდა, ამიტომ მეფე ელჩობაში ფარულად იღებდა მონაწილეობას. საზღვარგარეთ იგი პეტრე მიხაელოვის სახელით გაემგზავრა და მიზნად ისახავდა დასავლეთ ევროპის ცხოვრების, კულტურული და ტექნიკური მიღწევების გაცნობას. ”დიდი ელჩობა” უშედეგოდ დამთავრდა. ანტიოსმალური კავშირი არათუ არ გაფართოვდა, არამედ დაიშალა. პეტრე I იძულებული გახდა ოსმალეთთან დადებული ზავით ციხესიმაგრე აზოვს დასჯერებოდა.
 რუსეთისთვის ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად პეტრე I შვედეთის წინააღმდეგ საომრად დანიას და პოლონეთს დაუკავშირდა. ომი 1700 წელს დაიწყო, თავდაპირველად შვედეთის მეფემ კარლ XII-მ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა. მან ჯერ დანია დაამარცხა და ომიდან გამოიყვანა, ხოლო 1700 წელს ნარვასთან რუსეთის არმიას სასტიკად დაამარცხა.

ნარვის ბრძოლის შემდეგ კარლ XII-მ ჩათვალა რომ რუსეთი საბოლოოდ დაამარცხა და თავისი ძალები ანტიშვედური კავშირის მესამე წევრის- პოლონეთის წინააღმდეგ წარმართა. პეტრე მომავალი ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. პეტრ I-მა მოახერხა დაეკავებინა მდინარე ნევას შესართავი და ქალაქი ნარვა. დაიწყო რუსეთის ჯარის სარეკრუტო გაწვევა, გლეხები ვალდებულები იყვნენ რეკურტის წესით მოეხადათ სამხედრო სამსახური. ყოველი სარეკურტო გაწვევა 30-დან 40 000 მდე ჯარისკაცს იძლეოდა. სარეკურტო სახედრო სამსახური მუდმივი იყო. ამასობაში შვდედეთის მეფემ პოლონეთი დაამარცხა და მთელი ძალით რუსეთის წინააღმდეგ დაძრა. 1709 წელს პოლტავასთან გენერალურ ბრძოლაში რუსებმა დაამარცხეს შვედური არმია. პოლტავასთან ბრძოლამ ძირეულად შეცვალა ჩრდილოეთის ომის მსვლელობა. რუსეთის ყველა მოკავშირე კვლავ ჩაერთო ომში შვედეთის წინააღმდეგ.

პეტრ I-ის გამარჯვებით დაშინებულმა ოსმალეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. 1711 წელს პეტრ I-ის ლაშქრობა მდინარე პრუტზე წარუმატებლათ დამთავრდა. რუსეთის არმია რომელშიც თვით პეტრე I იმყოფებოდა თურქების ალყის ქვეშ მოექცა. პეტრემ აზოვის ციხესიმაგრე დათმო ამით რუსებმა აზოვის ზღვაზე გასასვლელი დაკარგეს. ოსმალეთთან ზავის შემდეგ რუსებმა რიგის და ფინეთის ყურეები დაიპყრეს. რუსების ახლადშექმნილმა ფლოტმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა შვედების ფლოტი. 1721 წელს რუსეთსა და შვედეთს შორის დადებული ზავით პეტრე I-ის მიერ დაპყრობილი ბალტიისპირეთის ტერიტორიები რუსეთს შეუერთდა.

1722-1723 წლებში პეტრე დიდმა ასტრახანიდან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ სახმელეთო და საზღვაო ლაშქრობების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა. 1723 წელს პეტერბურგის ზავით სპარსეთმა სცნო რუსეთის დაპყრობები კასპიის ზღვაზე. 1734 წელს პეტრე დიდის მემკვიდრეებმა კასპიის ზღვის სანაპიროები სპარსეთს დაუბრუნეს.

პეტრე დიდი გარდაიცვალა 1725 წელს, მას ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. პეტრეს შემდეგ რუსეთში დაიწყო შიდაარეულობა, ქვეყნის სათავეში მმართველობის უნარს მოკლებული პირები იდგნენ.

1762 წელს, იმპერიას სათავეში უდგება ეკაატერინე II. მან კიდევ უფრო განამტკიცა თავადაზნაურობის მდგომარეობა. იგი გლეხებისგან მემამულეებისადმი სრულ მორჩილებას მოითხოვდა, ყოველივე ეს გლეხების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

რუსეთ-საფრანგეთის ომი.

1773 წლიდან გლეხთა სტიქიურ ბრძოლებს კაზაკი ემელიან პუგაჩოვი ჩაუდგა სათავეში. პუგაჩოვი გლეხებს დაპირდა რომ, გამეფების შემთხვევაში ის მათ ყმობისგან, სულადობრივი გადასახადიდან, სარეკრუტო გაწვევებისაგან და სხვა მრავალი მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლებდა. პუგაჩოვის მებრძოლთა რიგები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. გლეხთა მოძრაობა ხელისუფლებისთვის საშიშ ხასიათს იღებდა. აჯანყება ორენბურგის მხრიდან ურალში, შემდეგ კი ვოლგის და დონის აუზებში გავრცელდა. მთავრობამ აჯანყებულთა წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. ხელისუფლება გლეხებს სასტიკად უსწორდებოდა. 1775 წელს პუგაჩოვი შეიპყრეს და მოსკოვში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს.

შემდგომში გლეხთა აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ეკატერინემ ადგილობრივი მმართველობის აპარატის განმრკიცება გადაწყვიტა. რუსეთი 50 გუბერნიად დაყო გუბერნიები კი მაზრებად დაანაწილა. გუბერნატორები და მაზრის უფროსები ძლიერი ხელისუფლებით აღჭურვა. ვაჭართა ზედა ფენა გათავისუფლდა გადასახადებისგან და სარეკრუტო სამსახურისგან. ქალაქის უფროსი, გორდონიჩი მთავრობის მიერ ინიშნებოდა.

რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768-1774 წლებში გაიმართა, რუსეთმა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში სძლია ოსმალეთს. 1774 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება რომლის ძალითაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები შევიდა. 1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა, იმავე 1783 წელს რუსეთმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ქართლ - კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. 1787-1791 წლებში რუსეთმა თურქეთთან ძლევამოსილი ომი გამართა. ამ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რუსების მიერ თურქთა ძლიერი ციხესიმაგრის იზმაილის აღება. ამ ბრძოლას დიდი რუსი მხედართმთავარი ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობადა. 1791 წელს დადებული ზავით რუსეთმა მდინარე სამხრეთ ბუგასა და მდინარე დნესტრს შორის არსებულიმ ტერიტორია მიიღო, თურქეთმა რუსეთის მიერ ყირიმის შეერთება ცნო.

რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ისარგებლეს პოლონეთის სისუსტით და პოლონეთ-ლიტვის ტერიტორიები გაინაწილეს. რუსეთის იმპერია უშუალოდ დაუმეზობლდა ავსტრიას და პრუსიას. ეკატერინე II-მ პოლონეთ -ლიტვის ტერიტორია 8 გუბერნიად დაყო. ტერიტორიის ზრდამ რუსეთის შემოსავლების გაფართოება გაომიწვია. სახელმწიფო შემოსავალი ეკატერინეს დროს 4-ჯერ გაიზარდა (16-დან 68 მილიონ მანეთამდე), თუმცა იმატა გასავალმაც რომელიც ძირითადად სამხედრო ხარჯებით იყო გამოწვეული.

1796 წელს გარდაიცვალა ეკატერინე II. რუსეთის იმპერიის ტახტზე ავიდა პავლე I. მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, 1801 წელს 11 მარტს შეთქმულებმა ის მოკლეს.
XIX საუკუნის დასაწყისში

1812 წელს ნაპოლეონმა დაიწყო რუსეული კამპანია, რუსეთში ნაპოლეონის 600 000 მეომარი შევიდა. თავდაპირველად ვითარება ნაპოლეონის მხარეს იყო მაგრამ რუსულმა ზამთარმა ვითარება რადიკალურად შევლა, ნაპოლეონის მემრები ზამთრის სიცივეს ვერ უძლებდნენ და უკან იხევდნენ. რუსულმა ჯარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო, ევრპაში გამართულ, ბრძოლებში ნაპოლეონის წინააღმდე. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, ვენის კონგრესის შემდეგ ” საღვთო კავშირის” შექმნით მან რუსეთს ევროპის ჟანდარმის სახელი დაუმკვიდრდა. კონგრესის შემდეგ რუსეთს დაუკანანოდა პოლონეთის ტერიტორიების მიერთება.

სამამულო ომის შემდგომ რუსეთში გაძლიერდა პოლიციის თვითნებობა, მოწინავე საზოგადოებრივი აზრი იდევნებოდა. იმპერატორ ალექსანდრეს მთავარი მრჩევლის არეკჩევის სახელის მიხედვით ამ რეაქციულ პოლიტიკას "არაკჩეევშჩინა" ეწოდა. არაკჩეევშჩინის წინაარმდეგ გამოვიდა პროგრესულად მოაზროვნე რუსი ოფიცრები რომლებიც ნაპოლეონის წინააღმდეგ საზღვარგარეთ ლაშქრობაში მონაწილეობისას, ევროპის მოწინავე ქვეყნების ცხოვრებას გაეცნენ და რუსეთში რეფორმების გატარების დასკვნამდე მივიდნენ. ზოგიერთი მათგანი რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების მომხრე იყო, ზოგი რესპუბლიკური წყობილებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ყველა ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის შეურიგებელი მოწინააღმდეგენი იყვნენ. თავიანთი ნააზრევის განხორციელების მიზნით მათ ფარული ორგანიზაციების შექმნა დაიწყეს. 1821-1822 წლებში ჩამოყალიუბდა მებრძოლთა ფარული საზოგადოებები, უკრაინაში - სამხრეთის საზოგადოება. პეტერბურგში- ჩრდილოეთის საზოგადოება. მათ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავეს.
 1825 წლის ნოემბერში რუსეთის სამხრეთში მოგზაურობისას ტაგანროგი მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი ალექსანდრე I. ტახტზე ავიდა მისი ძმა ნიკოლოზ I.

ფარული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს რომ ეს დღე აჯანყებისთვის ხელსაყრელი დრო იყო. 14 დეკემბერს სანკტ პეტერბურგში, სენატის მედანზე მათ დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი და მატროსი შეიკრიბეს, მაგრამ წინასწარ დასაული გეგმის განხორციელება ვერ შესძლეს. ნიკოლოზ I-ის ერთგულმ ჯარებმა ადვილად მოახერხეს აჯანყების ჩახშობა. აჯანყების ხუთი ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენი მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს. აჯანყება დეკემბრის თვეში მოხდა ამიტომ მათ დეკაბრისტები უწოდეს.

ნიკოლზ I-მა ფართოდ ახორციელებდა დაპყრობით ომებს, მან სრულიად დაიპყრო საქართველო და აზერბაიჯანი, რუსეთის იმპერიას შეურიგებელ წინააღმდეგობას უწევდა ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები, ამ ბრძოლას 1834 წლიდან შამილი ჩაუდგა სათავეში. დეკაბრისტებთან დაახლოებული პირები გაგზავნა კავკასიის მოქმედ არმიაში. სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან წინააღმდეგ ბრძოლიში. 1826 წელს ირანის შაჰმა რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო ამ ომით რუსეთმა ერევნის და ნახიჭევნის სახანოები შეიერთა. 1828-1829 წლებში რუსეთს ომი ჰქონდა თურქეთთან ამ ომით რუსეთმა შეიერთა მესხეთი და შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროები.

ნიკოლოზ I-მა მთავარ ამოცანად დაისახა თვითმპყრობელობის და ბატონყმობის განმტკიცება. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ არარუს ხალხთან ნიკოლოზი გარუსების პოლიტიკას ატარებდა. დაპყრობილი ხალხი აჯანყებებს აწყობდნენ გათავისუფლებისთვის, ამ მიზანს ისახავდა 1830 და 1848 წლების აჯანყებები ვარშავაში, 1832 წლის შეთქმულება საქართველოში. ცარიზმი სასტიკად უწორდებოდა აჯანყების ყველა გამოვლინებას. 1849 წელს ნიკოლოზ I-მა გაგზავნა ჯარები ავსტრიის იმპერატორის დასახმარებლად უნგრეთის რევოლუციის ჩახშობის მიზნით.

1853 წელს ოსმალეთმა ახალი ომი დაიწყო. ეს ომი ისტორიაში ყირიმის ომის სახელით შევიდა, თავდაპირველად ეს ომში რუსეთის სასარგებლოდ ვითარდებოდა. რუსეთის იმპერიის სურვილი იყო ოსმალეთის იმპერიის დაშლა, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება. რუსეთის ასეთი გაძლიერების წინააღმდეგი იყო დასავლეთი ევროპა, ამიტომ ამ ომში ოსმალეთის მხარეს ჩაება დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ყირიმის ომში რუსეთი დამდარცხდა, 1856 წელს დადაებული პარიზის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა დაკარგა 1821 წელს მოპოვებული ყველა წარმატება და პრივილეგია.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში

რუსეთის იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული, ბატონყმური ურთიერეთობები. XVIII საუკუნის მიწურულიდან ხელისუფლება შეეცადა შეემსუბუქებინა გლეხების სავალალო მდგომარეობა. პავლე I-მა დაადგინა რომ გლეხს მემამულის სასარგებლოდ კვირაში სამ დღეზე მეტი არ უნდა ემუშავათ. ალექსანდრე I-მა და ნიკოლოზ I-მა მემამულეებს გლეხების გათავისუფლების ნებაც დართეს. პავლე I-ის დადგენილება არ სრულდებიდა. ალექსანდრეს და ნიკოლოზის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულ გლეხთა რაოდენობა 1 %-საც ვერ აღწევდა.

1853-1856 წლების ყირიმის ომის შემდგომ რუსეთსი გარდაუალი გახდა ბატონყმობის გაუქმება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რუსეთის მოწესრიგება, შეიარაღებული ძალების გადახალისება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. მემამულეები იძულებულბი იყვნენ შეგუებოდნენ ბატონყმობის გაუქმებას. ისინი საბატონო გლეხების გათავისუფლებას ნელნელა და უმიწაოდ ითხოვდნენ. ამგვარ იდეებს ეწინააღმდეგებოდნენ რუსი მწერლები. ისინი გლეხების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიწებით მოითხოვდნენ. მთავრობამ ვერ გაბედა გლეხების უმიწაოდ გათავისუფლება რადგან ისინი სახელმწიფო გადასახადებს ვერ გადაიხდიდნენ, თანაც უსახლკაროდ დარჩენილ გლეხებს აჯანყების მოწყობაც შეეძლოთ, რაც ხელისუფლებას ძალზედ აშინებდა. ამავე დროს უნდა გათვალისწინებულიყო მემამულეების ინტერესები. ამიტომ იმპერატორმა ალექსანდრე II-მ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, საბატონო გლეხს უნდა მიეღო მიწის ნაწილი მემამულეებისგან გამოსყიდვის გზით.

1861 წლის 19 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს იმპერიის ევროპული ნაწილში მცხოვრბ საბატონო გლეხების გათავისუფლების შესახებ. მანიფესტი 5 მარტს გამოქვეყნდა. გლეხებმა მიიღო პირადი თავისუფლება ისინი აღარ იყვნენ ყმები, მათ სამოქალაქო ფუნქციები მიენიჭა. გლეხს მიეცა ქორწინების უფლება მას შეეძლო მიეღო სხვა წოდებებიც, მაგალითად მეშჩანები, ვაჭრები და სხვა. გლეხს თავისი ყოფაცხოვრებაც უნდა უზრუნველყოთ აგრეთვე უნდა გადაეხადათ გადასახადები სახელმწიფოსთვის და ვალი მემამულეებიშთვის. გლეხისთვის გადასაცემი მიწის ფართობი სამიწათმოქმედო ზონის შესაბამისად განისაზღვრებოდა. და გუბერნიების მიხედვით ერთ მამაკაცზე ერთიდან ათ დესეტინამდე, მერყეობდა რაც უფრო ნაყოფიერი იყო მიწა მით უფრო ნაკლები ეძლეოდათ გლეხებს. მიწის გამოსყიდვა მემამულესთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. მემამულებსა და გლეხებს შორის გამოსასყიდი გარიგება იდებოდა.

1861-1871 წლებში ბატონყმობა გაუქმდა იმპერიის დანარჩენ ნაწილებში: ლიტვაში, ბელორუსიაში, უკრაინაში, პოლონეთში და კავკასიაში. ამ რეგიონებში ბატონყმობის გაუქმება 1861 წლის მანიფესტის საფუძველზე ხორციელდებოდა, მაგრამ ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე მანიფესტისგან მნიშვნელოვან გადახვევებს ჰქონდა ადგილი.ბატონყმობის გაუქმებამ გამოიწვია მთელი რიგი რეფორმების აუცილებლობა, რათა ხელისუფლების ორგანოები და სასამართლო ახალი ვითარების შესაბამისად გარდაქმნილიყო. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის მიზნით 1864 წელს სასამართლო რეფორმები განხორციელდა. დადგინდა სასამართლოში მიცემულთა დაცვის უფლება. მაგრამ მეფის ხელისუფლებამ მალე კვლავ უკან დაიხია. ჟანდარმერიის (პოლიტიკური პოლიციის) უფლებები კვლავ გაფართოვდა, შეიქმნა სპეციალური სასამართლო კომისიები, რომლებსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები გადაეცემოდათ. 1864 წელს გუბერნიებში და მაზრებში ხელისუფლების ახალი არჩევით ორგანოები საერობო დაწესებულებები, ერობები შეიქმნა. ისინი გუბერნიებსა და მაზრებში სამეურნეო კულტურულ საკითხებს განაგებდნენ.

1870 წელს საქალაქო თვითმართველობაც გარდაიქმნა. არჩევითი საქალაქო სათათბიროები განაგებდნენ ქალაქის კეთილმოწყობის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საკითხებს. სასამართლო და საერობო რეფორმები რუსულ გუბერნიებში გატარდა.

ამ პერიოდში რუსეთში ვრცელდება ხალხოსნების იდეები, ისინი ხალხში დადიოდნენ და ანტი-ცარიზმულ იდეებს ავრცელებდნენ. ხალხი კატეგორიულად წინ აღუდგა ხალხოსნების მოწოდებას დაემხოთ მეფის ხელისუფლება. 1881 წელს ხალხოსნების რადიკალურმა ნაწილმა მოკლა იმპერატორი ალექსანდრე II. ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა ალექსანდრე III. მან შეკვეცა ბატონყმობისმან გადავარდნის შედეგად გატარებული პროგრესული ღონისძიებები. ამიტომ მის მართველობის ხანას "კონტრეფორმების" პერიოდი შეარქვეს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სამეფო ტახტი დაიკავა ნიკოლოზ II.
XX საუკუნის დასაწყისი 

ნიკოლოზ II-ის მმართველობის პერიოდში (1894–1917), რუსეთში ფართოდ დაიწყო გავრცელება ინდუსტრიულმა რევოლუციამ, რუსეთის იმპერია დადგა საბაზო ეკონომიკის გზაზე. ჩამოყალიბდა სამრეწველო და სამთო მოპოვებითი ცენტრები და მკვეთრათ გაფართოვდა სარკინიგზო ქსელი. მიუხედავად ამისა ცარიზმი კვლავ თავის ჩვეულ პოლიტიკას ატარებდა. რუსეთში დაიწყო მარქსიზმის გავრცელება.

რუსეთში ჩამოყალიბდა ახალი პარტიები. 1903 წელს ლონდონში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ორად გაიყო მენშევიკებად და ბოლშევიკებად. რუსეთში მენშევიკების როლი შედარებით სუსტი იყო.

ამ დროისთვის გამწვავდა რუსეთის და იაპონიის ურთიერთობები, რასაც მოჰყვა რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905). 1895 წლის ზავით იაპონელებმა ჩინელები კორეიდან განდევნეს, მიიტაცეს კუნძული ტაივანი და ნახევარკუნძული ლიაოდინი. მაგრამ რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ზეწოლის შედეგად იაპონია იძულებული გახდა ხელი აეღოლ ლიაოდინის ნახევარკუნძულზე. რამდენიმე წლის შემდეგ ჩინელებმა იჯარის სახით დაუთმო სამხრეთ მანჯურიაში არსებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის ლიაოდინის ნახევარკუნძული. ნახევარკუნძულზე რუსებმა სამხედრო საზღვაო ბაზა პორტ-არტური ააგეს. ომის დაწყების ძირითადი მიზეზი გახდა კორეასა და მანჯურიაში გაბატონება. ამ ომში იაპონელებმა გაიმარჯვეს, მათ დაიკავეს ეს ნახევარკუნძული და შეიერთეს კუნძულ სახალინის სამხრეთი ნაწილი.
 

ქვეყნაში არსებული მძიმე ვითარება მოსახლეობაში რევოლუციურ განწყობას ქმნიდა. 1905 წლის 9 იანვარს, კვირა დღეს, მეფის მთავრობამ პეტერბურგში შეიარაღებული ძალით დაშალა 140 000 კაციანი მანიფესტაცია. ქვეყანაში არსებული რევოლუცია გავრცელდა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლიდა მანიფესტაციებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერატორი დათმობაზე წავიდა. 1905 წლის ოქტომბერში მოეწყო მანიფესტაცია, ამ მანიფესტაციის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მოიწყია პირველი დუმა. რევოლუციის დასრულების შემდეგ დუმის ფუნქციები მკვეთრად შემცირდა, ის ქვეყანაში სერიოზულ ძალას არ წაროადგენდა.

ნიკოლოზ II ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, ომში ჩართვის საბაბი გახდა მართლმადიდებლური სლაური ერის სერბეთის დაცვა. რუსეთს ორ მხარეს ჰქონდა ფრონტი გახსნილი, ის ერთის მხრივ ეომებოდა გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს დამოსავლეთის ფრონზე, ხოლო სამხრეთიდან მას ომი ჰქონდა გამოცხადებული ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

რუსეთის იმპერიაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა. 1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მოცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ. 26 თებერვლიდან სამხედრო ნაწილები დემონსტრანტების მხარეს გადავიდნენ. პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა ხალხს მალე პეტროგრადი ხალხის ხელში გადავიდა. რუსეთის გადასარჩენად და არმიის დასაშოშმინებლად ფსკოვში მყოფ ნიკოლოზს ფრონტის სარდლობამ 1917 წლის 2 მარტს გადადგომა მოსთხოვა, ნიკოლოზი გადადგა.

ქვეყანაში შეიქმნა დროებით მთავრობა გიორგი ლვოვის ხელმძღვანელობით.

суббота, 14 мая 2011 г.

პირველი მსოფლიო ომი


პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.
 გერმანიის იმპერიის მიზნები

 საფრანგეთს უნდა ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე(ლოთრინგენის პროვინციაში),საფრანგეთი გახდებოდა ეკონომიურად გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებული.
ბელგიის პოლიტიკურ–ეკონომიკური კონტროლი გერმანიის იმპერიის მიერ,ბელგიის ანექსია–ლუთიხის, ანტვერპენის დაპრყრობა,ფლანდრიის სანაპიროს დაქვემდებარება.
ლუქსემბურგი გახდებოდა გერმანიის ნაწილი.
კოლონიზაციის გაფართოება აფრიკაში.
ნიდერლანდებს ექნებოდა ახლო ურთიერთობა გერმანიის იმპერიასთან.
ავსტრია–უნგრეთის მიზნები 

ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს,მონტენეგროს,რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.
ავსტრია–უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.
საფრანგეთის მიზნები

საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო,დაებრუნებინა ელზასი და ლოთარინგია,რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო.
რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.
უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
საფრანგეთს სურდა ანექსია მოეხდინა რაინის მიწებისა,ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
ზაარლანდის ანექსია მოხდებოდა.
გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთის მიზნები

რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ,კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სადაც მის ინტერესებს ავსტრია–უნგრეთი ეღობებოდა.
რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას,რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
რუსეთი დაიპყრობდა მემელს,აღმოსავლეთ გალისიას,ასევე პოლონეთის სამეფოს დაუქვემდებარებდა პოზენის,შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
ელზასი,ლოთრინგენი,რაინის მიწები და ფვალცი საფრანგეთს,ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ–ჰოლშთაინი დაუბრუნდებოდა დანიას,აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
ბოჰემია,უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას,დალმატიას,ჩრდილოეთ ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს,ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს.გერმანიის იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე,ინგლისსა და იაპონიაზე.
 დიდი ბრიტანეთის მიზნები

დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო,დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიურად.
დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი,მესოპოტამიას მიიღებდა გაერთიანებული სამეფო.
გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.
იტალიის მიზნები

იტალია მიიღებდა ტრენტინოს,სამხრეთ ტიროლს,გორცს,გრადისკას,მთლიან ისტრიენს,სხვადასხვა პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში,პროვინცია დალმატიას.
ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.
 ოსმალეთის იმპერიის მიზნები

ოსმალეთის იმპერიას სურდა პირველ რიგში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის,არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში,შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
 ომის გამოცხადება

ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.

გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.

ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.
 პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე

გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა, რომ საფრანგეთისთვის, რაც შეიძლება მალე, მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა, რათა რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები, პირველ რიგში, ეცდებოდნენ, 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან - ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და მანვე შეცვალა. ახალი მონახაზის მიხედვით, ბელგიის გავლით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.

გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმის, სწორედ, ელზასზე და ლოტარინგიაზე განხორციალება.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი, შედარებით, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით, ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.

ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში. მიუხედავად იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის "ახალი ჯარი" უწოდეს.

14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადათ თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას, ფრანგებმა ორ კვირაში 300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.
 ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ, სადაც გამაგრდნენ.
პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე 

აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა.

ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას.

რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.

ავსტრიის შეჭრა სერბიაში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტროუნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.

აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.

23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.

ამრიგან ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.

მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
1914

მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლამანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.

გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.

იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი.

1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება.
 1915

ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მიახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.

თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდება შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.

ამიტომაც "საბგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტა რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიო დამუშავებაა საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.აპრილის ბოლოსგერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრზოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, მოკავშირეთა მხარეს.ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები "ახალი ჯარების" იმედათ იყვნენ.25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.
1916 

ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრზოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.

ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
1917

ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს გინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დამაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა გინდენბურგის ხაზი.

ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან დახევისას ბევრი მინები დატოვეს, რაც არ უწტყობდა მოკავშირეების წინსვლას ხელს. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.

პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.

თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.

მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.

იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის იომსი მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.
1918 

გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.

პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, "მესამე იპრის" კრახის შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. 21 მარტს გერმანელებმა შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.


9 აპრილს გერმანელებმა შეუტიეს მდინარე ლისთან, ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა შეტევები შეაჩერეს.

ამის შემდეგ გერმანელებმა ფრანგებს შეუტიეს შმენ-დე-დამის რაიონში, რათა ფრანგების ყურადღება გაეფანტათ და კიდევ ერთხელ დაერტყათ ინგლისელებისთვის. საშტურმო რაზმები მანამდე მივიდნენ, მაგრამ აქ ისინი ამერიკელებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა. 9 ივნისს გერმანელებმა უაზასთან სცადეს დარტყმა, ფრანგებმა უკვე იცოდნენ მათი ტაქტიკა, ამიტომ საშტურმო რაზმები ჯერ გაატარეს შემდეგ კი ფლანგებიდან დაარტყეს.

ეს ოთხი თავდასხმითი ოპერაცია გერმანელებს 800 000 მოკლულის და დაჭრილის ფასად დაუჯდათ, გერმანელები უკვე გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა ლუდენდორფმა 15 ივლისს შამპანსი 52 დივიზია გაუშვა შეტევაზე, მაგრამ აქაც ფრანგებმა და ამერიკელებმა ფლანგებიდან დაარტყეს.

ამით დასრულდა გერმანიის იმედები დასავლეთ ფრონტზე გამარჯვებაზე ამერიკის სამხედრო კონტიგენტის ჩამოსვლამდე. ინიციატივა ისევ მოკავშირეების ხელში გადავიდა.