ძიება

суббота, 14 мая 2011 г.

პირველი მსოფლიო ომი


პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.
 გერმანიის იმპერიის მიზნები

 საფრანგეთს უნდა ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე(ლოთრინგენის პროვინციაში),საფრანგეთი გახდებოდა ეკონომიურად გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებული.
ბელგიის პოლიტიკურ–ეკონომიკური კონტროლი გერმანიის იმპერიის მიერ,ბელგიის ანექსია–ლუთიხის, ანტვერპენის დაპრყრობა,ფლანდრიის სანაპიროს დაქვემდებარება.
ლუქსემბურგი გახდებოდა გერმანიის ნაწილი.
კოლონიზაციის გაფართოება აფრიკაში.
ნიდერლანდებს ექნებოდა ახლო ურთიერთობა გერმანიის იმპერიასთან.
ავსტრია–უნგრეთის მიზნები 

ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს,მონტენეგროს,რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.
ავსტრია–უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.
საფრანგეთის მიზნები

საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო,დაებრუნებინა ელზასი და ლოთარინგია,რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო.
რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.
უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
საფრანგეთს სურდა ანექსია მოეხდინა რაინის მიწებისა,ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
ზაარლანდის ანექსია მოხდებოდა.
გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთის მიზნები

რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ,კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სადაც მის ინტერესებს ავსტრია–უნგრეთი ეღობებოდა.
რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას,რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
რუსეთი დაიპყრობდა მემელს,აღმოსავლეთ გალისიას,ასევე პოლონეთის სამეფოს დაუქვემდებარებდა პოზენის,შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
ელზასი,ლოთრინგენი,რაინის მიწები და ფვალცი საფრანგეთს,ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ–ჰოლშთაინი დაუბრუნდებოდა დანიას,აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
ბოჰემია,უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას,დალმატიას,ჩრდილოეთ ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს,ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს.გერმანიის იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე,ინგლისსა და იაპონიაზე.
 დიდი ბრიტანეთის მიზნები

დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო,დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიურად.
დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი,მესოპოტამიას მიიღებდა გაერთიანებული სამეფო.
გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.
იტალიის მიზნები

იტალია მიიღებდა ტრენტინოს,სამხრეთ ტიროლს,გორცს,გრადისკას,მთლიან ისტრიენს,სხვადასხვა პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში,პროვინცია დალმატიას.
ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.
 ოსმალეთის იმპერიის მიზნები

ოსმალეთის იმპერიას სურდა პირველ რიგში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის,არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში,შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
 ომის გამოცხადება

ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.

გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.

ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.
 პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე

გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა, რომ საფრანგეთისთვის, რაც შეიძლება მალე, მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა, რათა რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები, პირველ რიგში, ეცდებოდნენ, 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან - ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და მანვე შეცვალა. ახალი მონახაზის მიხედვით, ბელგიის გავლით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.

გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმის, სწორედ, ელზასზე და ლოტარინგიაზე განხორციალება.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი, შედარებით, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით, ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.

ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში. მიუხედავად იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის "ახალი ჯარი" უწოდეს.

14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადათ თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას, ფრანგებმა ორ კვირაში 300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.
 ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ, სადაც გამაგრდნენ.
პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე 

აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა.

ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას.

რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.

ავსტრიის შეჭრა სერბიაში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტროუნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.

აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.

23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.

ამრიგან ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.

მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
1914

მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლამანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.

გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.

იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი.

1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება.
 1915

ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მიახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.

თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდება შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.

ამიტომაც "საბგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტა რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიო დამუშავებაა საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.აპრილის ბოლოსგერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრზოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, მოკავშირეთა მხარეს.ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები "ახალი ჯარების" იმედათ იყვნენ.25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.
1916 

ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრზოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.

ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
1917

ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს გინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დამაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა გინდენბურგის ხაზი.

ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან დახევისას ბევრი მინები დატოვეს, რაც არ უწტყობდა მოკავშირეების წინსვლას ხელს. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.

პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.

თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.

მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.

იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის იომსი მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.
1918 

გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.

პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, "მესამე იპრის" კრახის შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. 21 მარტს გერმანელებმა შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.


9 აპრილს გერმანელებმა შეუტიეს მდინარე ლისთან, ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა შეტევები შეაჩერეს.

ამის შემდეგ გერმანელებმა ფრანგებს შეუტიეს შმენ-დე-დამის რაიონში, რათა ფრანგების ყურადღება გაეფანტათ და კიდევ ერთხელ დაერტყათ ინგლისელებისთვის. საშტურმო რაზმები მანამდე მივიდნენ, მაგრამ აქ ისინი ამერიკელებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა. 9 ივნისს გერმანელებმა უაზასთან სცადეს დარტყმა, ფრანგებმა უკვე იცოდნენ მათი ტაქტიკა, ამიტომ საშტურმო რაზმები ჯერ გაატარეს შემდეგ კი ფლანგებიდან დაარტყეს.

ეს ოთხი თავდასხმითი ოპერაცია გერმანელებს 800 000 მოკლულის და დაჭრილის ფასად დაუჯდათ, გერმანელები უკვე გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა ლუდენდორფმა 15 ივლისს შამპანსი 52 დივიზია გაუშვა შეტევაზე, მაგრამ აქაც ფრანგებმა და ამერიკელებმა ფლანგებიდან დაარტყეს.

ამით დასრულდა გერმანიის იმედები დასავლეთ ფრონტზე გამარჯვებაზე ამერიკის სამხედრო კონტიგენტის ჩამოსვლამდე. ინიციატივა ისევ მოკავშირეების ხელში გადავიდა.
 

ნაპოლეონის ომები


ნაპოლეონის ომები - ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.

18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.


ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. მის თვალწინ წარმოისახებოდა „მსოფლიო მანარქიის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი მართავდა. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე იტალიური არმიის მთავარსარდალმა, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ, ის ოცნებობდა რუსეთის იმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე.

წინაპირობები

ძალაუფლების მიღების შემდეგ (1799), ნაპოლეონმა საფრანგეთი იზოლაციაში მოაქცია, თუმცა მის წინააღმდეგ მოქმედი კოალიცია არც თუ ისეთი მყარი აღმოჩნდა. ფრანგულმა ჯარმა რეინისკენ დაიხია. იტალიაში დაიკარგა წინა გამარჯვებების ყველა სარგებელი. ციზალპიის რესპუბლიკა(?) დაეცა,პარტენოპეის რესპუბლიკაში(?) მოხდა მონარქიული რესტავრაცია. ასევე დაეცა რომის რესპუბლიკა.

მოკავშირეებს შორის გაჩენილმა უთანხმოებებმა რუსეთს კოალიციიდან გასვლა აიძულა. იმპერატორმა პავლე I-მა ასევე დაიწყო საფრანგეთთან დაახლოება, მას შემდეგ რაც იქ „ანარქია შეცვალა საკონსულომ“ და პირველმა კონსულმა გაათავისუფლა რუსი მძევლები, რომელთაც ჩააცვა ახალი ტანსაცმელი და მისცა ახალი იარაღი. მას შემდეგ რაც ნაპოლეონმა ხელში ჩაიგდო მმართველობა, მან წერილით მიმართა ინგლისის მეფეს და იმპერატორს ომის შეწყვეტის თხოვნით. მაგრამ მათ ნაპოლეონს მოთხოვეს ბურბონების აღდგენა და საფრანგეთის ძველ საზღვრებში დაბრუნება.

1800 წლის შემოდგომაზე საფრანგეთი კვლავ შეიჭრა იტალიაში. ამასთან არმიის სათავეში, რომელიც იქ სენ-ბერნარიდან შეიჭრა, იდგა თვითონ პირველი კონსული. მარენგოში გამარჯვების შემდეგ(14 ივნისი) ნაპოლეონმა ავსტრიას დაზავება აიძულა(ალექსანდრიაში), მეორე ფრანგული არმია შეიჭრა შვაბიაში და ბავარიაში და გოგენლინდენში გამარჯვების შემდეგ(3 დეკემბერი) თვით ვენასაც ემუქრებოდა. ავსტრალია ვალდებული გახდა 1801 წლის 9 თებერვალს დაედო ლიუნევილის ზავი. საფრანგეთის საზღვრებად აღიარებულ იქნა რეინი და ეჩი. ლომბარდია გადაიქცა იტალიურ რესპუბლიკად. საიმპერატორო ჩინებს, რომლებიც მიწებს კარგავდნენ რეინის მარცხენა სანაპიროზე, უნდა მიეღოთ ჯილდო საეკლესიო ქონების და დაკარგული საიმპერატორო ქალექების სეკულარიზაციისათვის. ლიუნევილის ზავი ნაპოლეონს საშუალებას აძლევდა ემართა იტალიის და გერმანიის ძირითადი მიწები.

გერმანიაში 1803 წლის 28 თებერვალს, გერმანელს ეპისკოპოსებთან შევაჭრების შემდეგ, მიღბულ იქნა ე.წ. საიმპერატორო დეპუტაციის(გერ.Reichsdeputationshauptschluss) გადაწყვეტილება, სააბატოებისა და თავისუფალი ქალაქების მიწების მფლობელობის ახლიდან გადანაწილების შესახებ. ამ საქმეში მმართველის როლი თავის თავზე აიღო პირველმა კონსულმა. საფრანგეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებით, ყველაზე მეტი მიწები მიიღო ბავარიამ. გაიზარდა ბადენის მარკგრაფის სამფლობელო, სან-კორფიურსტის მიწების სახით. დანაკარგებისათვის დაჯილდოებულ იქნა ვიურტემბერგი, ჰესენ-კასელი,ჰესენ-დარმშტადტინასაუ, ჰანოვერი და სხვა სათავადოები. სასულიერო ქონებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი, ძლიერ დანაწევრებული - მაინცის საარქიეპისკოპოსო. 50 საიმპერატორო ქალაქიდან წინანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა მხოლოდ ექვსმა - ჰამბურგი, ბრემენი, ლიუბეკი, ფრანკპურტი, ნიურბერგი და აუგსბურგი.

გერმანიისა და რუსეთის გარდა, საფრანგეთთან შერიგდა ესპანეთი და პორტუგალია., ხოლო 1802 წელს ამენის დაზავებით - ინგლისი. ეს საბოლოო ზავი მალე დაირღვა, როდესაც ნაპოლეონმა პროტექტორატის ფორმით დაადასტურა მისი მმართველობა ბატავის რესპუბლიკასა და შვეიცარიაზე: აღდგენილ იქნა შვეიცარიიდან გამოყოფილი კანტონიის დამოუკიდებლობა, რომელიც შევიდა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.
ნაპოლეონის ომების დასაწყისი

1803 წლის მაისში კონსულმა ფრანგული არმია ვეზერისაკენ დაძრა, რათა დაეპყრო ინგლისის მეფის კუთვნილი ჰანოვერი. ივნისში საფრანგეთი უკვე ფლობდა ამ უკანასკნელს, მისი მშიშარა მთავრობის გამო, რადგან მათ დროზე ადრე გადაწყვიტეს მოლაპარაკებებზე წასვლა, რომლის თანახმად საფრანგეთის არმიას შეეძლო დაეკავებინა მთელი ქვეყანა, ელბამდე, ხოლო ჰანოვერის არმია უნდა დაშლილიყო.

მესამე კოალიცია

ენგიენის ჰერცოგის, ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდეს, ნაპოლეონის საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრის და იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ძლიერი მოწინააღმდეგის სიკვდილმა ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა იმპერიებზე. იტალიის რესპუბლიკა გადაიქცა სამეფოდ და მილანში(1805, მარტი) მეფედ იკურთხა ნაპოლეონი. მეფის ტიტულის მიღების შემდეგ აახენის, კიოლნისა და მაინცის გავლისას გერმანიაში მყოფ ნაპოლეონს თავი მთელი რეინის მხარის მმართველად მოჰყავდა. ამავე დროს მან ესპანეთი აიძულა საფრანგეთს დახმარებოდა ფლოტითაც და ფულითაც. ჰოლანდიაში, ინტრიგებითა და მუქარით, ის მონარქიულ მთავრობას ამზადებდა, რომლის სათავეშიც მისი ერთ-ერთი ძმა ჩადგებოდა. ამ ყველაფრის გამო ინგლისს შეუერთდა რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია და ნეაპოლი. ასევე ინგლისი მის მოკავშირეება ავალდებულებდა გადაეხადათ ფულადი სუფსიდიები.

ახალი კოალიცია ცდილობდა თავისკენ გადაებირებინა პრუსია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავა და ყოველი შემთხვევისათვის ნეიტრალურ, თუმცა შეიარაღებულ ქვეყანად დარჩა. პრუსიის ორაზროვანმა ქმედებამ ნაპოლეონის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ-გერმანიის თავადებისათვის მიცემული დაცვის პირობის თანახმად, ნაპოლეონმა მოულოდნელად ჯარი გერმანიისკენ დაძრა, რომლის ნახევარმა პრუსიის ნეიტრალურ მიწებზე გაიარა სადაც ბადენის, ბავარიის, ჰესენის, ნასაუს და სხვა დამატებითი ჯარით გაძლიერდა. 20 ოქტომბერს ილმაში ჩაკეტილი ავსტრიის არმია ნაპოლეონს დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაპოლეონის ეს უდიდესი გამარჯვება ინგლისის ფლოტის ტრაფალგარის გამარჯვების(21 ოქტომბერი) სახელით ცნობილმა ბრძოლამ დაჩრდილა.

მათ შორის, მისი ნეიტრალიტეტის დარღვევით გაღიზიანებული პრუსია შეუერთდა კოალიციას, მაგრამ საკმაოდ გვიან. 13 ნოემბერს ფრანგებმა აიღეს ვენა და რუსულ და ავსტრიულ ჯარს მორავიაში დახევა აიძულეს, სადაც აუსტერლიცში 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კოალიციის წლისთავზე, მოხდა ცნობილი „სამი იმპერატორის ბრძოლა“. გამარჯვება წილად ხვდათ ფრანგებს. იმპერატორი ფრანცი ნაპოლეონს დამამცირებლად სთხოვდა დაზავებას, რომელსაც გამარჯვებული დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსული ჯარი გავიდოდა ავსტრიის ტერიტორიიდან(4 დეკემბერი). 26 დეკემბერს ავსტრიამ საფრანგეთთან გააფორმა „პრესბურგის მშვიდობა“, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, გაბსბურგში, აუქმებდა მონარქიას, ასევე ტიროლისა და ვენეციის ტერიტორიები(პირველი გაყოფილ იქნა ბადენსა და ვიურტემბერგს შორის, მეორე შეუერთდა ბავარიას, ხოლო მესამე - იტალიის სამეფოს), საბოლოოდ ჩამოშორდა წმინდა რომის იმპერიას და სამეფო გვირგვინები წილად ხვდათ ნაპოლეონის ძმებს, ნეაპოლსა და ჰოლანდიაში.

აუსტერლიცის გამარჯვებასა და პრესბურგის მშვიდობის დადების შუალედში ნაპოლეონმა შესძლო საფრანგეთის მხარეს გადმოებირებინა პრუსიის მეფის მიერ მასთან გამოგზავნილი რწმუნებული, რომელმაც აუსტერლიცის შემდგომ, არამარტო გადაწყვიტა გამარჯვებულისათვის არ წარედგინა მისი მთავრობის მოთხოვნა, არამედ მისი თანხმობის გარეშე ნაპოლეონთან გაეფორმებინა შეთანხმება შენბურგში(15 დეკემბერი). პრუსია გახდა საფრანგეთის მოკავშირე, ამასთან საფრანგეთს გადაეცა რეინის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული კლიოვის საჰერცოგოს ნაწილი, ვეზელის ციხესიმაგრითურთ და უარი სთქვა ფრანკონის სათავადოზე. ამას გარდა ის ვალდებული იყო მის პორტში არ შემოეშვა ინგლისური გემები, რისთვისაც მან მიიღო ჰანოვერი. პრუსიის მეფე დათანხმდა ამას, მაგრამ განაცხადა, რომ ღებულობს მას მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ საერთო მშვიდობის დამყარებამდე. ასეთმა განცხადებამ გააღიზიანა ნაპოლეონი, რომელიც მასში ხედავდა ფრედერიკ-ვილგელმ III-ს განზრახვას, საბოლოოდ არ ჩამოსცილდეს კოალიციას.

გაერთიანებული სამეფო


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდიასთან. ხმელეთის საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიური ზღვით. ქვეყანა დაკავშირებულია საფრანგეთს ევროტუნელით.

სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი ახსნა კელტური ქალღმერთის ბრიგიდის მიხედვით.
ქვეყნის კოდი — GB.
გეოგრაფია და ბუნება

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.
ფართობი — 244.013 კვ.კმ. საზღვრები: მთლიანი — 8.257 კმ; ინგლისი და უელსი — 3.880 კმ; შოტლანდია — 4.023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინის და გოუერის ნახევარკუნძულები.
ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1.343 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — დიდი ბრიტანეთი 229.885, ირლანდია 14.120 (სულ 84.420), ჰებრიდის კუნძულები 7.283, შეტლანდის კუნძულები 1.433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო წყობა

გაერთიანებულ სამეფოს არა აქვს წერილობითი კონსტიტუცია. მონარქი, ლორდთა და თემთა პალატა უესტმისტერის შემადგენელი ნაწილია. საკანონმდებლო სფეროში განსაკუთრებულია თემთა პალატის როლი. მიმდინარეობს ლორთდა პალატის მოდერნიზაცია. მთავრობის სათავეშია პრემიერ-მინისტრი - მონარქი ნიშნავს თემთა პალატაში არჩეული უმრავლესობის მქონე პარტიის ლიდერს. ისტორიულ პროვინციებში მოქმედებს საკანონმდებლო ორგანოები.
სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედვარდ VI (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედვარდ VII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი (2007).
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
პარტიები — ლეიბორისტული პარტია (თავმ. გ. ბრაუნი, დაარს. 1890), კონსერვატული პარტია (თავმ. დ. კამერონი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2007 წლიდან გორდონ ბრაუნი (Gordon Brown).
ადმინისტრაციული დაყოფა

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.
სამფლობელოები. დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო: ანგილია; ბერმუდა; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები; კაიმანის კუნძულკჯები; ფოლკლენდის კუნძულები; გიბრალტარი; მონსერატი; პიტკერნი; სანკტ-ჰელენა; სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები; ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია; ტერკსის და კაიკოსის კუნძულები.
დემოგრაფია

61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.
ენები — ინგლისური, უელსური (უელსის მოსახლეობის 25%), შოტლანდიური (დაახ. 60,000 შოტლანდიაში).
რელიგია — ანგლიკანიზმი, კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი.
ქალაქები (ათ.) — ლონდონი (7.418, აგლომ. — 11.219), გლაზგო (1.099, აგლომ. — 1.361), ბირმინგემი (972, აგლომ. — 3.193), მანჩესტერი (390), ლივერპული (462), ედინბურგი (460, აგლომ. — 664), შეფილდი (418, აგლომ. — 1.102), ლიდსი (417, აგლომ. — 1.493), ბრისტოლი (406, აგლომ. — 614).
ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[2] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 2, მრეწველობა — 26, მომსახურება — 72;
ვალუტა — ინგლისური ფუნტი სტერლინგი.
უდიდესი კომპანიები — როიალ დატჩ-შელი, ბრიტიშ პეტროლეუმი, იუნილევერი.
უდიდესი ბანკები — ეიჩ-ეს-ბი-სი ჰოლდინგზი, ბარკლეიზ ბანკი, ნეშენალ უესტმინსტერ ბანკი, ჰალიფაქსი, ლოიდს გრუფი.
ტურიზმი

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა.შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.
ისტორია

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.
მემკვიდრეობა

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“ პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირშესანიშნაობანი:
ლონდონი — ბრიტანეთის მუზეუმი, თაუერის კოშკი, სამეფო ძვირფასეულობა, ვესტმინსტერის სააბატო (ბრიტანელი მონარქების კორონაციის ადგილი), პარლამენტის შენობა, ბიგ-ბენის კოშკი, ბაკინგემის სასახლე, მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჰაიდ-პარკი;
დარემის ციხე და ტაძარი, მეგალითური კომპლექსი სტოუნჰენჯი (ძვ. წ. 1500), კენტერბერიის საკათედრო ტაძარი, ძველი და ახალი ედინბურგი, გვინედის ციხე-სიმაგრე და ქალაქის კედლები; შექსპირის სახლ-მუზეუმი სტრატფორდში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;
ანგლოსაქსური ეპოსი — ბეოვულფი (X ს.).

ჰორაციო ნელსონი


ჰორაციო ნელსონი (ინგლ. Horatio Nelson), (დ. 29 სექტემბერი, 1758, ნორფოლკი, ინგლისი – გ.21 ოქტომბერი, 1805, ტრაფალგარის კონცხი, ესპანეთი), იყო ინგლისის ფლოტის ადმირალი, რომელიც მონაწილეობდა საფრანგეთის რესპუბლისა და ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. 1798 წელს აბუკირთან გაანადგურა ფრანგების ფლოტი, რომელმაც ბონაპარტის საექსპედიციო არმია ჩაიყვანა ეგვიპტეში. 1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან გაანადგურა ფრანგულ–ესპანური ფლოტი, რითაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაპოლეონის განზრახვას, რომ დესანტი გადაესხა ბრიტანეთში. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით და საზღვაო ბრძოლების წარმართვის საოცარი უნარით.

ადრეული ცხოვრება

ორაციო ნელსონი დაიბადა 1758 წლის 29 სექტემბერს პატარა სოფელ ბურნემ თორპში, ნორფოლკი, ანგლიკანი პასტორის ედმუნდ ნელსონისა და კატრინ სუკლინგის ოჯახში. ის იოყ მეექვსე, წყვილის 11 სვილიდან. 1767 წლის 26 დეკემბერსკატრინი გარდაიცვალა და ედმუნდს რვა შვილი დარჩა გასაზრდელად. 10 წლის ასაკში ის ნორვიჩის საშუალო სკოლაში შეიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ველშამში სირ ჯონ პასტონის სახელობის სკოლაში.
ბიოგრაფია

ჰორაციო ნელსონი დაიბადა ინგლისში, ღვთსიმსახურის ოჯახში. ნელსონს ზღვის ავადმყოფობა აღმოაჩნდა, იმდენად ძლიერი იყო მისი სიყვარული ზღვაოსნობისადმი, რომ უკვე 12 წლის ასაკიდან დაიწყო ფლოტში სამსახური. იგი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ალღოთი გამოირჩეოდა, ამიტომ სწრაფად დაწინაურდა.

1793 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაწყებული ხანგძლივი ომის დროს ნელსონის მიერ ჩატარებული საზღვაო ოპერაციები სამხედრო ხელოვნების კლასიკურ ნიმუშებადაა მიჩნეული. საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში ნელსონმა ჯერ თვალი, შემდეგ კი მარჯვენა ხელი დაკარგა.

დანიის ნაპირებთან გამართული საზღვაო ბრძოლის დროს მას ოფიცრებმა შეატყობინეს, რომ მისი გაბედულებით შეცბუნებული ინგლისის გაერთიანებული ესკადრის ხელმძღვანელობა საზღვაო ნიშნებით (დროშის ფიალით) უბრძანებს შეწყვიტოს ბრძოლა და გემები ღია ზღვაში გაიყვანოს. წარმატებაში დარწმუნებულმა ნელსონმა ჭოგრი ამოგდებული თვალის ბუდესთან მიიტანა, მეორე თვალი მოხუჭა და განაცხადა – ვერ ვხედავ, თუ მანიშნებენ რამესო. მან ბრძოლა განაგრძო, საომარი ოპერაცია ინგლისელთა ბრწყინვალე გამარჯვენით დამთავრდა.

1805 წელს ტრაფალგართან საზღვაო ბრძოლაში ნელსონმა გაანადგურა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის ესკადრა და ესპანეთის ფლოტი. ამ ბრძოლაში იგი დაიღუპა კიდეც. მასზე გლოვის ნიშნად ინგლისელმა მეზღვაურებმა ქუდებზე შავი ზონარები დაიმაგრეს. ამის შემდეგ ეს ორი ზონარი სამუდამოდ იქცა მეზღვაურთა ქუდების აუცილებელ ატრიბუტად. გემი "ვიქტორი", რომელზედაც იმყოფებოდა ნელსონი ტრაფალგართან ბრძოლის დროს, ინახება ინგლისში, როგორც ეროვნული რელიკვია. ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე დადგმულია ნელსონის ძეგლი, რომელიც ზღვას გაჰყურებს.

რომი


რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).


რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

ქალაქის ისტორია

ქალაქის ისტორია დაახლოებით 2.800 წელს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ის მართავდა ძველ რომს (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს, იტალიის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკას.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.

დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.

იმპერიის დაცემა და შუა საუკუნეები

რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონად წოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს მძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.

რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.
17-19 საუკუნეები

მეჩვიდმეტე საუკუნისთვის მოსახლეობა გაიზარდა და 100 000-ს მიაღწია, თუმცა, შიდა კონტრ-რეფორმაციული პროცესების გამო, რომი მომდევნო ასწლეულებშიც ჩამორჩებოდა ევროპის დედაქალაქებს განვითარებით. მეცხრამეტე საუკუნეში რომი იტალიის გაერთიანების პლაცდარმად გადაიქცა. 1871 წელს, როდესაც საფრანგეთის ბატონობა საბოლოოდ დაემხო, რომი სამეფოს ჯარებმა დაიკავეს და ერთიანი იტალიის დედაქალაქდ გამოაცხადეს.
 
მეოცე საუკუნეპირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დამყარებისა და ფაშისტურ გერმანიასთან გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, როდესაც 212 000-იანმა მოსახლეობამ 1 000 000-ს გადააჭარბა, თუმცა, მომდევნო ზრდას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა დაბომბვებითა და ოკუპაციით. მუსოლინის დასჯისა და ომის დასრულების შემდეგ 1946 წლის რეფერენდუმით იტალიამ მონარქიულ წყობას რესპუბლიკური არჩია.

ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ფლაგმანი.
1950-1960-იან წლებში რომი მოდური ქალაქი ხდება, ამ წლებს la dolce vita (ტკბილი ცხოვრება) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იან წლებამდე მოჰყვა, როდესაც ქალაქში 2,800 000 ადამიანი ცხოვრობდა, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან მახლობელ დასახლებებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად "გადაჭედილი" ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.
 
არქიტექტურა, ქალაქგანლაგება

ძველი რომირომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა.
შუასაუკენეები

რომის შუასაუკუნეების არქიტექტურა იტალიის ქალაქებში ყველაზე მრავლისმომცველია. პალეოქრისტიანული პედიოდით დათარიღებული Santa Maria Maggiore და San Paolo Fuori le Mura-ის ბაზილიკა, IV საუკუნისაა და მოზაიკით არის მოპირკეთებული. მოგვიანო პერიოდის თვალსაჩინო საფრესკო და მოზაიკური ნამუშევრებია წმინდა მარიამის, წმინდა ქვატრო კარონატის და წმინდა პრესედეს საყდრებში. ახლო-ახლოს მდებარე ძველი ნაგებობები მაღალი კოშკებით გამოირჩევა, ყველაზე ფართო Torre delle Milizie და Torre dei Conti-ია, ორივე რომის ფორუმის გვერდით მდებარეობს.

დემოგრაფია

იმპერატორ ავგუსტინეს დროს რომი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო, და სავარაუდოდ, 19-ე საუკუნემდე აგებული ყველაზე დიდი ქალაქი. სტატისტიკური მონაცემებით, რომის მოსახლეობა ძირითადში, 450 000-დან 3 მლნ-მდე იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, შესაძლოა, 50 000-ზე ნაკლები იყო და და სტაგნაციურ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა რენესანსამდე. როდესაც იტალიის სამეფომ 1870 წელს რომი აიღო, ქალაქის მოსახლეობა 200 000-მდე იყო, მოკლე ხანში კი 600 000 გახდა. ფაშისტური რეჟიმისას მუსოლინი ქალაქის მოსახლეობის ზრდის ხელოვნურად შეკავებას ცდილობდა, თუმცა, 1931 წელს რომი უკვე მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, 50-იან და 60-იან წლებში რომს ემატება ახალი გარეუბნები.

დღეისათვის რომის ოფიციალური მოსახლეობა 2,8 მლნ-მდეა. ქალაქის ურბანულ ფართოზე 5,352 კმ² კი 4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. რომის მოსახლეობის 6,2% იმიგრანტები წარმოადგენენ.

ტრანსპორტი

რომს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი ”აეროპორტი დი რომას” კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ.

რომის უძველესი ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენება. აეროპორტი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩიამპინოს უბანშია აგებული.

მესამე, რომიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში განლაგებული ”აეროპორტო დელ ურბე” შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს, ვიდრე აეროპორტისა. აქ ვერტმფრენები და კერძო, მსუბუქი თვითმფრინავებია თავმოყრილი.

მეოთხე, ”აეროპორტო დი ჩენტოჩელეს” საჰაერო კარიბჭე რომის აღმოსავლეთით ააშენეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერმინალებიდან ფრენები არ წარმოებს. აეროპორტი განკუთვნილია კომანდოსების მომსახურებისა და სამხედრო თვალსაზრისით. აეროპორტის დიდი ნაწილის სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყენების გეგმა უკვე შემუშავებულია.

ასწლიანი ომი


ასწლიანი ომი, ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს (1337 - 1453). ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ.

ომის მიზეზები

ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლატაგენეტის დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენჯერმე წამოწყებული ომი XII - XIII საუკუნეები (ე. წ. "პირველი ასწლიანი ომი") დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294 - 1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრის ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელად ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია ("სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო") და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად.

ომის პირველი პერიოდი

ომის პირველი პერიოდი (1337 - 1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკომოიური განვითარებისა და სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში ( 1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია, მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის სარდლობით სასტიკად დაასმარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწა, პარიზის აჯანყება 1357 - 1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).

ომის მეორე პერიოდი

ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369 - 1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380 - 1415). XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ და განაახლა ომი.

ომის მესამე პერიოდი

ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415 - 1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა არმანიაკები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგუნდიელები, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-თან დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), "ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ" აღიარეს მცირეწლოვანი ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნდიელებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს - "ლუარის გაღმა მიწების გასაღებს" (1428 წლის 12 ოქრომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟანა დ’არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზეე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ან დ’არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგუნდიის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450).

გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს - "საფრანგეთის მეფის" ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს.