ძიება

суббота, 14 мая 2011 г.

ჰორაციო ნელსონი


ჰორაციო ნელსონი (ინგლ. Horatio Nelson), (დ. 29 სექტემბერი, 1758, ნორფოლკი, ინგლისი – გ.21 ოქტომბერი, 1805, ტრაფალგარის კონცხი, ესპანეთი), იყო ინგლისის ფლოტის ადმირალი, რომელიც მონაწილეობდა საფრანგეთის რესპუბლისა და ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. 1798 წელს აბუკირთან გაანადგურა ფრანგების ფლოტი, რომელმაც ბონაპარტის საექსპედიციო არმია ჩაიყვანა ეგვიპტეში. 1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან გაანადგურა ფრანგულ–ესპანური ფლოტი, რითაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაპოლეონის განზრახვას, რომ დესანტი გადაესხა ბრიტანეთში. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით და საზღვაო ბრძოლების წარმართვის საოცარი უნარით.

ადრეული ცხოვრება

ორაციო ნელსონი დაიბადა 1758 წლის 29 სექტემბერს პატარა სოფელ ბურნემ თორპში, ნორფოლკი, ანგლიკანი პასტორის ედმუნდ ნელსონისა და კატრინ სუკლინგის ოჯახში. ის იოყ მეექვსე, წყვილის 11 სვილიდან. 1767 წლის 26 დეკემბერსკატრინი გარდაიცვალა და ედმუნდს რვა შვილი დარჩა გასაზრდელად. 10 წლის ასაკში ის ნორვიჩის საშუალო სკოლაში შეიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ველშამში სირ ჯონ პასტონის სახელობის სკოლაში.
ბიოგრაფია

ჰორაციო ნელსონი დაიბადა ინგლისში, ღვთსიმსახურის ოჯახში. ნელსონს ზღვის ავადმყოფობა აღმოაჩნდა, იმდენად ძლიერი იყო მისი სიყვარული ზღვაოსნობისადმი, რომ უკვე 12 წლის ასაკიდან დაიწყო ფლოტში სამსახური. იგი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ალღოთი გამოირჩეოდა, ამიტომ სწრაფად დაწინაურდა.

1793 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაწყებული ხანგძლივი ომის დროს ნელსონის მიერ ჩატარებული საზღვაო ოპერაციები სამხედრო ხელოვნების კლასიკურ ნიმუშებადაა მიჩნეული. საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში ნელსონმა ჯერ თვალი, შემდეგ კი მარჯვენა ხელი დაკარგა.

დანიის ნაპირებთან გამართული საზღვაო ბრძოლის დროს მას ოფიცრებმა შეატყობინეს, რომ მისი გაბედულებით შეცბუნებული ინგლისის გაერთიანებული ესკადრის ხელმძღვანელობა საზღვაო ნიშნებით (დროშის ფიალით) უბრძანებს შეწყვიტოს ბრძოლა და გემები ღია ზღვაში გაიყვანოს. წარმატებაში დარწმუნებულმა ნელსონმა ჭოგრი ამოგდებული თვალის ბუდესთან მიიტანა, მეორე თვალი მოხუჭა და განაცხადა – ვერ ვხედავ, თუ მანიშნებენ რამესო. მან ბრძოლა განაგრძო, საომარი ოპერაცია ინგლისელთა ბრწყინვალე გამარჯვენით დამთავრდა.

1805 წელს ტრაფალგართან საზღვაო ბრძოლაში ნელსონმა გაანადგურა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის ესკადრა და ესპანეთის ფლოტი. ამ ბრძოლაში იგი დაიღუპა კიდეც. მასზე გლოვის ნიშნად ინგლისელმა მეზღვაურებმა ქუდებზე შავი ზონარები დაიმაგრეს. ამის შემდეგ ეს ორი ზონარი სამუდამოდ იქცა მეზღვაურთა ქუდების აუცილებელ ატრიბუტად. გემი "ვიქტორი", რომელზედაც იმყოფებოდა ნელსონი ტრაფალგართან ბრძოლის დროს, ინახება ინგლისში, როგორც ეროვნული რელიკვია. ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე დადგმულია ნელსონის ძეგლი, რომელიც ზღვას გაჰყურებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий