ძიება

суббота, 14 мая 2011 г.

ნაპოლეონის ომები


ნაპოლეონის ომები - ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.

18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.


ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. მის თვალწინ წარმოისახებოდა „მსოფლიო მანარქიის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი მართავდა. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე იტალიური არმიის მთავარსარდალმა, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ, ის ოცნებობდა რუსეთის იმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე.

წინაპირობები

ძალაუფლების მიღების შემდეგ (1799), ნაპოლეონმა საფრანგეთი იზოლაციაში მოაქცია, თუმცა მის წინააღმდეგ მოქმედი კოალიცია არც თუ ისეთი მყარი აღმოჩნდა. ფრანგულმა ჯარმა რეინისკენ დაიხია. იტალიაში დაიკარგა წინა გამარჯვებების ყველა სარგებელი. ციზალპიის რესპუბლიკა(?) დაეცა,პარტენოპეის რესპუბლიკაში(?) მოხდა მონარქიული რესტავრაცია. ასევე დაეცა რომის რესპუბლიკა.

მოკავშირეებს შორის გაჩენილმა უთანხმოებებმა რუსეთს კოალიციიდან გასვლა აიძულა. იმპერატორმა პავლე I-მა ასევე დაიწყო საფრანგეთთან დაახლოება, მას შემდეგ რაც იქ „ანარქია შეცვალა საკონსულომ“ და პირველმა კონსულმა გაათავისუფლა რუსი მძევლები, რომელთაც ჩააცვა ახალი ტანსაცმელი და მისცა ახალი იარაღი. მას შემდეგ რაც ნაპოლეონმა ხელში ჩაიგდო მმართველობა, მან წერილით მიმართა ინგლისის მეფეს და იმპერატორს ომის შეწყვეტის თხოვნით. მაგრამ მათ ნაპოლეონს მოთხოვეს ბურბონების აღდგენა და საფრანგეთის ძველ საზღვრებში დაბრუნება.

1800 წლის შემოდგომაზე საფრანგეთი კვლავ შეიჭრა იტალიაში. ამასთან არმიის სათავეში, რომელიც იქ სენ-ბერნარიდან შეიჭრა, იდგა თვითონ პირველი კონსული. მარენგოში გამარჯვების შემდეგ(14 ივნისი) ნაპოლეონმა ავსტრიას დაზავება აიძულა(ალექსანდრიაში), მეორე ფრანგული არმია შეიჭრა შვაბიაში და ბავარიაში და გოგენლინდენში გამარჯვების შემდეგ(3 დეკემბერი) თვით ვენასაც ემუქრებოდა. ავსტრალია ვალდებული გახდა 1801 წლის 9 თებერვალს დაედო ლიუნევილის ზავი. საფრანგეთის საზღვრებად აღიარებულ იქნა რეინი და ეჩი. ლომბარდია გადაიქცა იტალიურ რესპუბლიკად. საიმპერატორო ჩინებს, რომლებიც მიწებს კარგავდნენ რეინის მარცხენა სანაპიროზე, უნდა მიეღოთ ჯილდო საეკლესიო ქონების და დაკარგული საიმპერატორო ქალექების სეკულარიზაციისათვის. ლიუნევილის ზავი ნაპოლეონს საშუალებას აძლევდა ემართა იტალიის და გერმანიის ძირითადი მიწები.

გერმანიაში 1803 წლის 28 თებერვალს, გერმანელს ეპისკოპოსებთან შევაჭრების შემდეგ, მიღბულ იქნა ე.წ. საიმპერატორო დეპუტაციის(გერ.Reichsdeputationshauptschluss) გადაწყვეტილება, სააბატოებისა და თავისუფალი ქალაქების მიწების მფლობელობის ახლიდან გადანაწილების შესახებ. ამ საქმეში მმართველის როლი თავის თავზე აიღო პირველმა კონსულმა. საფრანგეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებით, ყველაზე მეტი მიწები მიიღო ბავარიამ. გაიზარდა ბადენის მარკგრაფის სამფლობელო, სან-კორფიურსტის მიწების სახით. დანაკარგებისათვის დაჯილდოებულ იქნა ვიურტემბერგი, ჰესენ-კასელი,ჰესენ-დარმშტადტინასაუ, ჰანოვერი და სხვა სათავადოები. სასულიერო ქონებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი, ძლიერ დანაწევრებული - მაინცის საარქიეპისკოპოსო. 50 საიმპერატორო ქალაქიდან წინანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა მხოლოდ ექვსმა - ჰამბურგი, ბრემენი, ლიუბეკი, ფრანკპურტი, ნიურბერგი და აუგსბურგი.

გერმანიისა და რუსეთის გარდა, საფრანგეთთან შერიგდა ესპანეთი და პორტუგალია., ხოლო 1802 წელს ამენის დაზავებით - ინგლისი. ეს საბოლოო ზავი მალე დაირღვა, როდესაც ნაპოლეონმა პროტექტორატის ფორმით დაადასტურა მისი მმართველობა ბატავის რესპუბლიკასა და შვეიცარიაზე: აღდგენილ იქნა შვეიცარიიდან გამოყოფილი კანტონიის დამოუკიდებლობა, რომელიც შევიდა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.
ნაპოლეონის ომების დასაწყისი

1803 წლის მაისში კონსულმა ფრანგული არმია ვეზერისაკენ დაძრა, რათა დაეპყრო ინგლისის მეფის კუთვნილი ჰანოვერი. ივნისში საფრანგეთი უკვე ფლობდა ამ უკანასკნელს, მისი მშიშარა მთავრობის გამო, რადგან მათ დროზე ადრე გადაწყვიტეს მოლაპარაკებებზე წასვლა, რომლის თანახმად საფრანგეთის არმიას შეეძლო დაეკავებინა მთელი ქვეყანა, ელბამდე, ხოლო ჰანოვერის არმია უნდა დაშლილიყო.

მესამე კოალიცია

ენგიენის ჰერცოგის, ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდეს, ნაპოლეონის საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრის და იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ძლიერი მოწინააღმდეგის სიკვდილმა ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა იმპერიებზე. იტალიის რესპუბლიკა გადაიქცა სამეფოდ და მილანში(1805, მარტი) მეფედ იკურთხა ნაპოლეონი. მეფის ტიტულის მიღების შემდეგ აახენის, კიოლნისა და მაინცის გავლისას გერმანიაში მყოფ ნაპოლეონს თავი მთელი რეინის მხარის მმართველად მოჰყავდა. ამავე დროს მან ესპანეთი აიძულა საფრანგეთს დახმარებოდა ფლოტითაც და ფულითაც. ჰოლანდიაში, ინტრიგებითა და მუქარით, ის მონარქიულ მთავრობას ამზადებდა, რომლის სათავეშიც მისი ერთ-ერთი ძმა ჩადგებოდა. ამ ყველაფრის გამო ინგლისს შეუერთდა რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია და ნეაპოლი. ასევე ინგლისი მის მოკავშირეება ავალდებულებდა გადაეხადათ ფულადი სუფსიდიები.

ახალი კოალიცია ცდილობდა თავისკენ გადაებირებინა პრუსია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავა და ყოველი შემთხვევისათვის ნეიტრალურ, თუმცა შეიარაღებულ ქვეყანად დარჩა. პრუსიის ორაზროვანმა ქმედებამ ნაპოლეონის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ-გერმანიის თავადებისათვის მიცემული დაცვის პირობის თანახმად, ნაპოლეონმა მოულოდნელად ჯარი გერმანიისკენ დაძრა, რომლის ნახევარმა პრუსიის ნეიტრალურ მიწებზე გაიარა სადაც ბადენის, ბავარიის, ჰესენის, ნასაუს და სხვა დამატებითი ჯარით გაძლიერდა. 20 ოქტომბერს ილმაში ჩაკეტილი ავსტრიის არმია ნაპოლეონს დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაპოლეონის ეს უდიდესი გამარჯვება ინგლისის ფლოტის ტრაფალგარის გამარჯვების(21 ოქტომბერი) სახელით ცნობილმა ბრძოლამ დაჩრდილა.

მათ შორის, მისი ნეიტრალიტეტის დარღვევით გაღიზიანებული პრუსია შეუერთდა კოალიციას, მაგრამ საკმაოდ გვიან. 13 ნოემბერს ფრანგებმა აიღეს ვენა და რუსულ და ავსტრიულ ჯარს მორავიაში დახევა აიძულეს, სადაც აუსტერლიცში 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კოალიციის წლისთავზე, მოხდა ცნობილი „სამი იმპერატორის ბრძოლა“. გამარჯვება წილად ხვდათ ფრანგებს. იმპერატორი ფრანცი ნაპოლეონს დამამცირებლად სთხოვდა დაზავებას, რომელსაც გამარჯვებული დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსული ჯარი გავიდოდა ავსტრიის ტერიტორიიდან(4 დეკემბერი). 26 დეკემბერს ავსტრიამ საფრანგეთთან გააფორმა „პრესბურგის მშვიდობა“, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, გაბსბურგში, აუქმებდა მონარქიას, ასევე ტიროლისა და ვენეციის ტერიტორიები(პირველი გაყოფილ იქნა ბადენსა და ვიურტემბერგს შორის, მეორე შეუერთდა ბავარიას, ხოლო მესამე - იტალიის სამეფოს), საბოლოოდ ჩამოშორდა წმინდა რომის იმპერიას და სამეფო გვირგვინები წილად ხვდათ ნაპოლეონის ძმებს, ნეაპოლსა და ჰოლანდიაში.

აუსტერლიცის გამარჯვებასა და პრესბურგის მშვიდობის დადების შუალედში ნაპოლეონმა შესძლო საფრანგეთის მხარეს გადმოებირებინა პრუსიის მეფის მიერ მასთან გამოგზავნილი რწმუნებული, რომელმაც აუსტერლიცის შემდგომ, არამარტო გადაწყვიტა გამარჯვებულისათვის არ წარედგინა მისი მთავრობის მოთხოვნა, არამედ მისი თანხმობის გარეშე ნაპოლეონთან გაეფორმებინა შეთანხმება შენბურგში(15 დეკემბერი). პრუსია გახდა საფრანგეთის მოკავშირე, ამასთან საფრანგეთს გადაეცა რეინის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული კლიოვის საჰერცოგოს ნაწილი, ვეზელის ციხესიმაგრითურთ და უარი სთქვა ფრანკონის სათავადოზე. ამას გარდა ის ვალდებული იყო მის პორტში არ შემოეშვა ინგლისური გემები, რისთვისაც მან მიიღო ჰანოვერი. პრუსიის მეფე დათანხმდა ამას, მაგრამ განაცხადა, რომ ღებულობს მას მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ საერთო მშვიდობის დამყარებამდე. ასეთმა განცხადებამ გააღიზიანა ნაპოლეონი, რომელიც მასში ხედავდა ფრედერიკ-ვილგელმ III-ს განზრახვას, საბოლოოდ არ ჩამოსცილდეს კოალიციას.

Комментариев нет:

Отправить комментарий